en ka ru

უძვირფასეს გრძნობებს სახელი არ აქვთ

დაუყევი საიტს

უსახელაური უძირო სამყაროა

სადაც უსასრულოდ შეგიძლია ეძიო და მიაგნო ახალს. უსახელაურის საზღვრებს ბოლომდე არავინ იცნობს, მაგრამ რჩეულებს ჯადოსნურად ნახევრადტკბილი ღვინო ბევრ დაუვიწყარ თავგადასავალს უმზადებს.

უსახელაური ჩვენ გვგავს

ადამიანებს - განსაკუთრებული ხასიათი, გარეგნობა და ისტორია აქვს. ალბათ ამიტომ ვუვლით, ვწერთ და ვსაუბრობთ მასზე დაუსრულებლად.

უსახელაური ემოციაა

მრავალფეროვანი, თბილი და ფიქრიანი ემოცია. ემოციებიც ღვინოსავით უამრავია და უსახელაური ნამდვილად არ არის მათგან პირველი, მაგრამ ის უდავოდ, ერთია -ერთადერთი და გამორჩეული.
უიშვიათესი
უძვირფასესი
უბადლო

შემოდგომის
მზით ნაწრთობი

ჩვენთან ლეჩხუმში რთველი გვიან ოქტომბერში იწყება, ზამთრის ყინვების მიჯნაზე, როცა უსახელაურის ვაზი ალისფრად აინთება. ძველად ოყურეშში როგორც სხვაგანაც საქართველოში ღვინოს საწნახელში, ჩვენებურად “ხორგოში” ადუღებდნენ და შემდეგ გადაჰქონდათ შესანახად, მაგრამ ღვინოს მალე ნოემბრის სიცივეები უსწრებდა და ხშირად ბოლომდე დადუღებას ვეღარ ასწრებდა - სწორედ ასე გაჩნდა უსახელაური.

უიშვიათესი ჯიში

უსახელაურს ძალიან პატარა სამშობლო აქვს, ისეთი პატარა, რომ ერთ დღეში ფეხით შემოივლის დაუზარელი კაცი - ლეჩხუმის სულ ორი სოფელი - ოყურეში და ზუბი. უსახელაურის საკარმიდამო ერთი ვიწრო ხეობაა, ხვამლისა და ასხის ცამდე აზიდულ მთებს შორის მოქცეული. აქ განსაკუთრებული ჰაერი, მიწა და წყალია. უსახელაურიც ამ ადგილს ვერ შორდება.

მზისა და მთვარის შვილი

ვენახები მთის ფერდებზეა დაკიდებული, შუაგულ ტყეში, სადაც უამრავი მაყვალი, ასკილი და სხვა კენკრა ხარობს. სწორედ მათგან მოაქვს უსახელაურს უამრავი გემო და არომატი ჩვენამდე. სავენახე ადგილი აუცილებლად სამხრეთს უნდა უყურებდეს, დღისით ვაზი მუდმივად მზის გულზე რომ იყოს და სიტკბო შეიძინოს. ღამით კი სუსხი მეფობს და ყურძენი მჟავიანობას აგროვებს. ამიტომაცაა უსახელაური შემართული, თამამი და ამავდროულად ნაზი და ტკბილი.

უთქმელი
შრომის ფასი

უსახელაური პირველ მოსავალს 6-7 წლის შემდეგ გამოაჩენს, მანამდე კი - მხოლოდ შრომა! საქართველოში ამბობენ, მევენახე ყოველ ძირ ვაზთან წელიწადში მინიმუმ 7-ჯერ ჩაიმუხლებსო, უსახელაური 12-ჯერ ჩამუხვლას მოითხოვს... მითუმეტეს, ისეთ მთიან მიწაზე ხარობს, ადამიანის მეტი ვერაფერი მიუდგება - თვითონაც ძალიან ფაქიზი და სუსტია, ერთი მცირე შეცდომა და იმ წელს ყველაფერი დამთავრებულია. ჯიშიც სხვებთან შედარებით ძალიან მცირემოსავლიანია - ძირზე მხოლოდ ერთ კილოგრამს ისხამს და მთელ ძალასა და სიმდიდრეს ამ ერთ კილოგრამში აქსოვს.

სახელოვანი
წარსული

მეოცე საუკუნის დასაწყისში უსახელაურის სახელი შორს გავარდა. უსახელაურით ტკბებოდნენ სამთავრობო დელეგაციები, განსაკუთრებული სტუმრები, “ძლიერნი ამა ქვეყნისანი.” ამბობენ, პოტსდამის კონფერენციაზე ტრუმენსა და ჩერჩილსაც საჩუქრად სწორედ უსახელაური ერგოთ. მოულოდნელად, 80-იან წლებში უსახელაური “ვაზის არარენტაბელურ ჯიშად” შეირაცხა, განადგურდა უნიკალური ვენახები, შეწყდა წარმოება. მხოლოდ რამდენიმე ოჯახმა შემოინახა უსახელაურის თითო-ოროლა ნერგი.

უკვდავების
ახალი ჰორიზონტი

2000 წელს ამ ჯიშს ჯერ კიდევ არავინ უყურებდა სერიოზულად. ყველა ფიქრობდა, რომ ისეთი ვაზის გაშენება, რომელიც შვიდი წელი არაფერს იძლევა და განსაკუთრებულად დიდ შრომას მოითხოვს, უბრალოდ, უაზრობა იყო, თუმცა ერთ დღესაც ოყურეშის შუაგულში, ხუთასწლოვანი ცაცხვების ქვეშ დაიბადა უსახელაურის ხელახლა გაშენების იდეა.

უსახელაურის
ვენახები

2009 წელს კი გადავწყვიტეთ უსახელაური მზის შუქზე გამოგვეყვანა და თქვენთვისაც გაგვეცნო. განუმეორებელ ბოთლს იტალიაში მივაგენით და განსაკუთრებული ღვინის იდუმალი ბუნების წარმოსაჩენად დიდხანს ვხვეწდით ეტიკეტის დეტალებს. ძალ-ღონე არ დავიშურეთ, რომ უსახელაურის საიდუმლო ისე მოგვეტანა თქვენამდე, როგორც უსახელაურს შეეფერება.

უსახელო
ემოციის ძალა

ჩვენ არ ვცდილობთ, გავაკეთოთ ღვინო - უსახელაურის ვაზი თავად გადაიქცევა საოცარ ღვინოდ. ამის ნიჭი მას ბუნებამ მისცა. ჩვენ, უბრალოდ, ვშრომობთ, რომ განსაკუთრებულად კარგი მოსავალი მივიღოთ. ღვინოს „გლეხური წესით“ ვაყენებთ: ვკრეფთ, ვწურავთ, ვაცდით დადუღებას, შემდეგ სწრაფად ვაცივებთ, როგორც ნოემბერში უსწრებდა ხოლმე ყინვა “ხორგოში”, და გაზაფხულზე გაუფილტრავად ვასხამთ ბოთლში - შემდეგ კი ეს ყველაფერი თქვენს ემოციად გადაიქცევა, უძვირფასეს გრძნობად, რომელსაც სახელი არ აქვს.